|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორია 15:00 საათის მონაცემები იმერეთის მუნიციპალიტეტებში?

არჩევნების მეორე ტური იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტის 6 ოლქში მიმდინარეობს.

15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 32, 790 ამომრჩეველმა მისცა.

რაც შეეხება ჭიათურას, ამ დროისთვის ხმა 13, 890 ამომრჩეველმა მისცა, რაც 31, 72%-ია. ჭიათურაში  43 795 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

14, 267-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა არჩევანი ზესტაფონში, რაც  28, 47%-ია. ზესტაფონში 50 105 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში  არჩევნებში მონაწილეობა 9 237-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 32, 75%-ია. აღნიშნულ ოლქში 48 165 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ორი საჩივარია შესული ბაღდათის კომისიაში. ზესტაფონსა და ჭიათურაში კომისიების თავმჯდომარეების განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა