პური, ფაფა, წვნიანი-ქუთაისის საბავშვო ბაღების ყოველდღიური მენიუ
ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 150 000 ლარით გაიზარდა და 10 მილიონი შეადგინა. ბიუჯეტის დიდი წილი კვების ხარჯებზე მოდის. ბაღების ფილიალებში დაახლოებით 10 000 ბავშვია რეგისტრირებული.
ააიპის ახალი ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, ბაღებში კვება ოთხჯერადი გახდა.
"ნიუპრესი" დაინტერესდა, როგორია ბავშვების ყოველდღიური მენიუ და რა პროდუქტები შედის ბაღებში.
მოწოდებული ინფორმაციით, ორშაბათის მენიუში, საუზმედ ბრინჯის ფაფაა, ე.წ. წახემსებაზე ბავშვები ხილს მიირთმევენ, სადილზე ბორშჩი, მაკარონი ყველით და კარაქით, პური და ორცხობილაა, მეორე წახემსებაზე კვერცხის ტაფამწვარი, პური და ჩაი.
ყოველდღიურ მენიუში შედის პური, ფაფა, წვნიანი, მაწონი, მაკარონი, კატლეტი, ყველი, ხილი და ჩაი, პროდუქტები დღის განმავლობაში ბავშვებს ოთხჯერ მიეწოდებათ.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის განცხადებით, ახალი სტანდარტების შესაბამისად შემცირებულია შაქრისა და მარილის რაოდენობა, მისივე თქმით, ბავშვები მიჩვეული არიან დიდი რაოდენობით შაქარის და მარილის მიღებას, რის გამოც ახალი მენიუ მათში ცოტა უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა აცხადებს, რომ ახალი მოთხოვნების შესაბამისად პროდუქტში შაქრის და მარილის შემცირება აუცილებელი იყო.
ვრცლად მენიუ შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფოტოზე.

ბაღებში პროდუქტის მიმწოდებელ კომპანიებზე მასალას მოგვაინებით შემოგთავაზებთ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















