"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თავდასხმის დეტალებს იხსენებს
"რუსთავი 2" -ის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი, დღეს დილით თბილისის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრობს.
მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ გავრცელებული ვიდეომასალას თან არ ახლავს აუდიოჩანაწერი, ის სრულიად ცვლის იმ რეალურ სურათს, რაც შემთხვევის ადგილზე მოხდა. მისივე თქმით, ვიდეომასალა არ ასახავს ინციდენტის დაწყების მომენტს.
ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ სამუშაო პროცესში მიუახლოვდათ პიროვნება, რომელმაც მათ მიაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგადაც "რუსთავი 2"–ის ოპერატორმა ჰკითხა, თუ რას უკავშირდებოდა მისი ეს დამოკიდებულება. ელენე ფირცხალაიშვილის თქმით, ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამ დიალოგის შემდეგ დაიწყო.
აქედან გამომდინარე, რუსთავი 2-ის დირექცია არ ეთანხმება საქმის 125-ე, ცემის მუხლით აღძვრას. ნიკა გვარამიას განმარტებით, ინციდენტი ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. ეს ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით - პატიმრობას ითვალისწინებს ვადით სამ წლამდე.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















