"საარჩევნო კარუსელის" მცდელობა ქუთაისის #37 უბანზე?
ქუთაისის #37 უბანზე საარჩევნო კარუსელის მცდელობის შესახებ საუბრობენინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, #4 საშუალო სკოლის შენობაში გახსნილ საარჩევნო უბანზე დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო "კარუსელის" მცდლეობა. უბანზე მისულ ამომრჩეველებს მარკირების სითხის კვალი აღმოაჩნდა. შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის უფლება არ მისცა.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, მან ამ შემთხვევის შესახებ საოლქო კომისიას შეატყობინა, საიდანაც ადგილზე კომისიის შექმნის და ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაცია მიიღო. შეიქმნა 8 კაციანი კომისია, აქედან 5-მა წევრმა თანხმობა განაცხადა, სამი კი წინააღმდეგი წავიდა, შესაბამისად, ორივე ქალბატონმა კენჭისყრა მოახერხა.
ფაქტს კარუსელის მცდელობად არ აფასებს საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















