საარჩევნო კარუსელის მცდელობის ფაქტები ქუთაისში
"თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი ნიკოლოზ ნარსია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ქალაქ მუზეუმში 24-ე, 25-ე, 26-ე და 27-ე უბნებზე საარჩევნო კარუსელის მცდელობა იყო.
,,ქუთაისის 24-ე, 25-ე, 26-ე და 27-ე საარჩვენო უბნებზე დავწერეთ საჩივარი. გადასატან ყუთებზე არიან ჩაწერილი ახალგაზრდები, რომლებიც მოდიან და ჩვეულებრივად აძლევენ ხმას საარჩევნო უბნებზე. მერე მიდიან სახლში და იქაც მიუვათ გადასატანი ყუთი. ეს არის ჩვეულებრივი კარუსელი. ორჯერ აძლევენ ხმას. ფეხმოტეხილი ამომრჩევლები კი ყუთების გარეშე დარჩნენ და ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ მათი გადაადგილება. ყველა შემთხვევაზე დაწერილია საჩივარი", -განაცხადა ,,თავისუფალი ზონის" წევრმა ნიკა ნარსიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















