პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებმა 11 მილიონ ლარს მიაღწია
საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების რაოდენობა 8 მილიონ ლარს შეადგენს, წლის დასაწყისიდან კი დაახლოებით 11 მილიონს, ამის შესახებ ინფორმაციას "ბიზნესკონტაქტი" ავრველებს. როგორც გამოცემას აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, ყველაზე მეტი შემოწირულობა კვლავ "ქართულ ოცნებას" აქვს მიღებული, რომელსაც "სახელმწიფო ხალხისთვის" და "პატრიოტთა ალიანსი" მოსდევს.
"წლიური მონაცემებით, 1 იანვრიდან პოლიტიკურმა პარტიებმა 11 მილიონ ლარამდე შემოწირულობები მიიღეს. ბოლო 2,5 თვეში, 8 მილიონიდან ნახევრაზე მეტი ქართული ოცნების მიერ არის მიღებული, რომელსაც მოსდევს პაატა ბურჭულაძის და პატრიოტთა ალიანსის პარტია. საკმაოდ ბევრი შემომწირველი იყო გამოკვეთილი, ვის მიმართაც კითხვები გვქონდა. 70-მდე შემომწირველი გამოკითხვა მოხდა. შესაძლოა იყოს ადმინისტრაციული დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს შემოწირულობის ორმაგი ოდენობის ჯარიმას“, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" 2 124 570,00 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული, "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" 621 527,00 ლარი, თავისუფალ დემოკრატებს 195 800,00, პოლიტიკურ გაერთიანება სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოსთვის 208 400, 00 ლარი, ხოლო "პატრიოტთა ალიანსს" 184 811,50 ლარის. 103 994,00 ლარის შემოწირულობა მიიღო პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩი", 9 590,00 ლარი კი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















