|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საარჩევნო სიაში 25-30 პროცენტამდე არასებული ამომრჩეველია რეგისტრირებული"

„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა სარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით,  საერთო სიაში 30% არარსებული ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

„მონიტორინგის შედეგად დავაფიქსირეთ, რომ საერთო საარჩევნო სიაში  დაახლოებით 25-30%-მდე  ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომლების ვინაობაც ვერ  დგინდება.  ეს არის საგანგაშო ციფრი, თუ ვინმემ მოინდომა ამის ბოროტად გამოყენება   სერიოზულ  ზეგავლენას მოახდენს საერთო შედეგებზე“,-განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

 დეპუტატობის კანდიდატმა მათი სააგიტაციო მასალის დაზიანებების შესახებაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, რამდენიმე დღეა ხორციელდება მათ მიერ გაკრული სააგიტაციო მასალის განადგურება.

„სააგიტაციო მასალების დაზიანებამ სისტემატიური ხასიათი მიიღო. რამდენიმე დღის წინ ბანერები დააზიანეს წყალტუბოს სოფლებში: გეგუთში, ფარცხანაყანებში და მაღლაკში.  რა თქმა უნდა, კონკრეტულად ხელს ვერავის დავადებ, თუმცა, ეს ხდება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ. მინდა მოვუწოდო მათ, რომ ამით ვერ მოახდენენ  ზეგავლენას ამომრჩეველზე.   აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე  მივმართეთ პოლიციას და მიმდინარეობს  გამოძიება“,-აღნიშნა  ჩეჩელაშვილმა.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა