საჩხერეში დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს
საჩხერის რაიონის სოფელ სპეთში მდინარე კინთუას ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ დაათვალიერეს და დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და იწმინდება სოფლის დამაკავშირებელი გზა რაიონულ ცენტრთან. ერთკილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია ორ დღეში დასრულდება და მოძრაობა სრულად აღდგება. 12 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქვა–ღორღი სოფლის სავალ ნაწილზე ჩამოიტანა და 30 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. ასევე, დაიტბორა სახნავ–სათესი მიწები და რამდენიმე სახლი. უკვე შექმნილია შესაბამისი კომისია და ზარალის დათვლაც მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















