|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებები "ფლეშმობით" გაიხსნა(PHOTO)

26 მაისის ღონისძიებები მერიის წინ  "ფლეშმობით" გაიხსნა.  

ღონისძიებაში  მონაწილეობა ზესტაფონის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს, ლურჯ, თეთრ და წითელ ფერებში  ჩაცმულმა ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საქართველო და საქართველოს დროშა, შეასრულეს საქართველოს ყველა კუთხის სიმღერაზე ცეკვა. ფლეშმობში მონაწილეობა მიიღს უცხოელმა სტუმრებმაც.

 ღონისძიებას ქალაქის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. "ფლეშმობის" შემდეგ მსვლელობა გაიმართა.

ფოლკლორის საერთსაშორისო ფესტივალის მონაწილეები ცენტრალური მოედნისკენ გაემართნენ, სადაც წვევამდელების მიერ  ფიცის დადების ცერემონიალი დაიწყო. 

მერიაში დაგეგმილი შეხვედრა  უცხოეთის ქვეყნების დელეგაციების გადაიდო, რაც   ლიტველი გოგონას შეუძლოდ გახდომამ გამოიწვია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. 

ქუთაისში ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება.  

    

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა