„საიას“ ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ გიორგი სანტურიანი აირჩიეს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი 20 წლისაა. ორგანიზაციის 20 წლიანი მუშაობა გუშინ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და სტუმრებმა შეაჯამეს. გუშინვე შეირჩა „საიას“ გამგეობის წევრები გიორგი სანტურიანი, ზაალ გორგიძე, ნათია გოდუაძე, თამთა ჩეჩელაშვილი და ალექსანდრე მგელაძე. გამგეობის წევრების მიერ თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთაგან ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი შეირჩა. მესამე ვადით პოსტს გიორგი სანტურიანი იკავებს. მისი მოადგილე თამთა ჩეჩელაშვილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სანტურიანი ასევე „საიას“ თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის მოადგილედ აირჩიეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















