საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის გატარება ივანიშვილმა ვერ შეძლო
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში დასახვეწია პრეზიდენტის არჩევის წესი. „ასეთი შეკვეცილი უფლებების მქონე პრეზიდენტი არ უნდა არჩეულიყო საერთო სახალხო არჩევნებით, ეს დაბნეულობას იწვევს. ამან დააბნია თვითონ პრეზიდენტიც. ნახეთ, როგორი დაბნეულია მთელი ამ ხნის განმავლობაში“ ,-განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, ამ ცვლილებაზე ყველანი შეთანხმებული იყვნენ, თუმცა მიზეზი იმისა, რომ ეს ცვლილება არ მომზადდა, "რესპუბლიკელები" არიან.
როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან ირკვევა, ოთხი წლის განმავლობაში ის პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებას ითხოვდა. ამ ცვლილების თანახმად პრეზიდენტის არჩევა არა ხალხის მიერ, არამედ პარლამენტის მიერ უნდა მომხდარიყო. ივანიშვილი უსუფაშვილის მიმართ უკმაყოფილებას ამ საკითხშიც გამოთქვამს, რომ მან, როგორც პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ამ ხნის განმავლობაში არაფერი გააკეთა ამ ცვლილების მოსამზადებლად. ამას კი ივანიშვილი იმით ხსნის, რომ "რესპუბლიკელები" მარგველაშვილს „ეთამაშებოდნენ. "აი, სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ არ შეიძლება საკუთარ პარტიას გადაახარჯო საერთო ინტერესები“ -განმარტა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, ამ საკონსტიტუციო ცვლილების გატანის შემთხვევაში, შესაძლოა, მისთვის მხარი "ნაციონალურ მოძრაობასაც" დაეჭირა და საკითხი დამტკიცებულიყო.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















