|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის დელეგაცია თურქეთში

ქუთაისის საკრებულოს წევრები დავით დვალი და ბექა ყანჩელი, ასევე ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძე თურქეთში საერთაშორისო სამიტში იღებდნენ მონაწილეობას. სამიტში 100-მდე ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამიტი თურქეთის ქალაქ მერსინში 12-14 ნოემბერს გაიმართა. კონფერენციის სამუშაო ფორმატმა საშუალება მისცა დელეგაციებს მონაწილეობა მიეღოთ, როგორც ერთობლივ კონფერენციაში, ასევე ინდივიდუალურად ეწარმოებინათ ორმხრივი შეხვედრები დაინტერესების ფარგლებში.

მერიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის დელეგაციამ კონფერენციაში მონაწილეობასთან ერთად გამართა ორმხრივი შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ კლაიპედას მერთან, ასევე ლატვიისა და მოლდოვას ოფიციალურ წარმომადგენლებთან, სადაც ამ სახელმწიფოთა ქალაქებს შორის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა თანმხვედრი ინტერესების სფეროები გამოკვეთეს და მომავალი აქტიური კომუნიკაციები დაგეგმეს.

შეგახსენებთ, რომ დავით დვალს  საკრებულოს თავამჯდომარის რანგში უფლებამოსილება  შეჩერებული აქვს, მას და ბექა ყანჩელს სულხან ქობულაძე ცემაში ადანაშაულებს, რის გამოც მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც მერიის პრესსამსახური განმარტავს, დავით დვალი თურქეთში რიგითი დეპუტატის სტატუსით იმყოფებოდა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა