შსს-მ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 26 პირი დააკავა
"2016 წლის 16-18 ივნისს, საპოლიციო კონტროლის შედეგად, სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 182 დანაშაული. 61 ფაქტი გამოვლინდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი), მკვლელობის მცდელობის 1 ფაქტი (სსკ-ის 19 -109-ე მუხლი), ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 21 ფაქტი; საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ-ის 262-ე მუხლი) – 1 ფაქტი.
პოლიციამ დააკავა 1 ძებნილი პირი. ასევე, გაიხსნა ადრე ჩადენილი ყაჩაღობის, ძარცვის მცდელობის და საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის თითო ფაქტი. დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1450 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 49 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) - 17 ფაქტი; დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) - 32 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 16 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 6 ავტომატი, 4 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 2 საფანტის პისტოლეტი, 3 შაშხანა, 15 გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 სანადირო თოფი, 1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 4 ყუმბარმტყორცნი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ყუმბარმტყორცნის 36 ჭურვი, 2 ნაღმმტყორცნი, 14 ამფეთქი ფალია, 71 ხელყუმბარა, 6 კაფსულ-დეტონატორი, 4037 ვაზნა და 1,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი.
ასევე, ამოღებულია: 19 აბი ფსიქორტოპული მედიკამენტი, 7 აბი „დიფენოქსილატი“, 109 ძირი კანაფი, 7 შეკვრა მარიხუანა, 2 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა „სუბუტექსი“, 1 შეკვრა ოპიუმი, 49 აბი „ტრამადოლი“, 50 აბი „ფსევდოეფედრინი“, 1 შეკვრა ყაყაჩოს თესლი.
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 26, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 53 პირი დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















