|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიის აქციაზე "გირჩის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ

სამტრედიის პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას და ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა მოქალაქეებთან ერთად "ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის " ლიდერებმა, ზურაბ ჯაფარიძემ და თემურ ცამციშვილმა გააპროტესტეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა "გირჩის" წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს. 

მათი მხრიდან დაპირისპირების ფაქტს უარყოფენ აქციის ორგანიზატორი "თეთრი ხმაურის" წარმომადგენლები. მათი თქმით,  "გირჩის" იქ ყოფნა აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს და არა მათი ორგანიზაციის წევრებმა. 

დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს "გირჩის" ლიდერებმა. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათი მხრიდან  ნებისმიერი კომენტარი გამოიწვევს ყურადღების გადატანას აქციის მიზნებიდან და მოთხოვნებიდან.

"ჩვენი პოზიცია ცნობილია. ნარკოპოლიტიკა საქართველოში არის სასწრაფოდ შესაცვლელი, რომ სახელმწიფოს აღარ ჰქონდეს მოქალაქეებზე ძალადობის ბერკეტები და აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია",-განაცხადა მან.

რაც შეეხება სტურუას ოჯახს, მათ მხარდაჭერისათვის ზურაბ ჯაფარიძეს მადლობა გადაუხადეს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა