|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება 3 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

პარლამენტში სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე მსჯელობენ.

“სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მოამზადა.

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ზუსტდება, რა შეიძლება ჩაითვალოს წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებად, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. დაზუსტება კანონის 356-ე მუხლის პირველ ნაწილში შედის.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციის, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

თავის მხრივ, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ”გირჩის” მიერ რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირებას უკავშირდება, რომლის შექმნის მიზანს ახალგაზრდებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებაში დახმარება წარმოადგენს.

ავტორი: ნიუპრესი