|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავღანეთში დაჭრილმა ხონელმა ჯარისკაცმა მხედველობა ნაწილობრივ დაკარგა

რამდენიმე დღის წინ ავღანეთში დაჭრილმა მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უფროსმა ლეიტენანტმა  ივერი ბუაძემ  მხედველობა  ნაწილობრივ დაკარგა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ბუაძეს  ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ორი ოპერაცია გაუკეთეს. 

ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე სამი ქართველო ჯარისკაცი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებული ნაღმის შემდეგ მძიმედ დაიჭრა.  მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე დაჭრილ სამხედროებს გამოჯანმრთელება საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა უსურვეს.
მე-2  ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მისია ავღანეთში ოქტომბერში სრულდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა