|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში  არჩევნების პროცესში დაფიქსირებული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.

საოლქო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით,  შემოსული 28 საჩივარი დახარისხდა და საბოლოოდ 17 საკითხად ჩამოყალიბდა.

"დღეს საოლქო კომისია განიხილავს 18 საკითხს,  ამათგან 17 საკითხი ეხება საჩივრებს. ამის მიზეზი ის გახდა, ერთსა და იმავე უბანზე არის  სხვადასხვა ორგანიზაციის საჩივარი, ასევე ერთი უბნის სხვადასხვა საჩივარი ერთ საკითხად გადის, შედეგად მე-17 საკითხად ჩამოყალიბდა. მე-18 საკითხი  ეხება სხდომის საორგანიზაციო საკითხებს".

სხდომა 16 საათზე დაიწყო, მასში მონაწილეობენ საოლქო კომისიის წევრები, ასევე მხარეები: საჩივრების ავტორები და იმ კომისიის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნული საჩივრები უკავშირდებათ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა