|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს 13-მა პარტიამ უკვე მიმართა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე ოფიციალურად გამოხატა. .

 15 მაისის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ორი პოლიტიკური ორგანიზაცია დაარეგისტრირა: „სახალხო ხელისუფლება“ და „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

დანარჩენი პარტიები ამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურებს გადიან, რაც მოიცავს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების, წარმოდგენისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოწმების ეტაპებს. 

 ცესკო ასევე განმარტავს, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, პროპორციული სისტემით მოიპოვეს პირველი სამი ადგილი (ბლოკის შემთხვევაში, ჩამონათვალში რიგით პირველ პარტიას), უფლება აქვთ, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ არჩევნებში დაკავებული ადგილის შესაბამისი რიგითი ნომერი. ამის შესახებაც მათ უნდა აღნიშნონ რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადში. ყველა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭება. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მიმართავს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

 

ავტორი: