საპატრიარო სკოლებში ახალი საგნის დამატებას ეხმაურება
საპატრიარქო სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოება" დამატების საკითხს ესმაურება. საპატრიარქოს განცხადებით, საპატრიაქოსთან არსებული განათლების ცენტრის თანამშრომლები ახალი სტანდარტების პროექტის ავტორთა ჯგუფს რამდენჯერმე შეხვდნენ და თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს. ამ თანამშრომლობის შედეგად კი სახელმძღვანელოში რიგი ცვლილებები შევიდა.
"კერძოდ: ამოღებულია ტერმინი "გენდერული იდენტობა", რომლის რეალური შინაარსი გაუგებარია თვით მასწავლებისთვისაც. ამოღებულია პოლიტიკური ხასიათის კატეგორიები: "ლიბერალიზმი" ან "დემოკრატიული ღირებულებები," რომლებიც ბავშვის პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ახდენენ. ვფიქრობთ, III-IV კლასელი ბავშვებისთვის პოლიტიკური სისტემების შესახებ განყენებული ინფორმაცია დამატებითი ტვირთია", - წერია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ თემის "მე და ოჯახის" სათაური მათივე რეკომენდაციით შეცვალეს და ეწოდა "ჩემი ოჯახი". "თემა "ჩემი ოჯახი" შეიცავს კითხვებს, რომლებიც, რა ფორმითაც არ უნდა დაისვას, არღვევენ ბავშვთა უფლებების კონვენციის კანონებს. კერძოდ, საჯაროდ, კლასში არ შეიძლება იყოს განხილული მოსწავლის ოჯახის კონფიდენციალური ინფორმაცია ოჯახში არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს არის ბავშვთა ფსიქოლოგის, აღმზრდელის მოსწავლესთან პირადი ურთიერთობის შემთხვევაში განსახილველი საკითხები. თემა, `რელიგია და რწმენა~ არ ითვალისწინებს ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სქემას რელიგიური ცნობიერების და მისი ძირითადი დებულების გააზრებისა. თემა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და დეფორმირებულ წარმოდგენას უქმნის მოსწავლეს რელიგიის შესახებ; რჩება შთაბეჭდილება რელიგიის ყოფით დონესთან გაიგივებისა"-ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, მიუხედავად მცირე ცვლილებებისა, პროექტი მაინც მოითხოვს ძირეულ გადახედვას და გადაკეთებას.
სკოლებში ახალი საგნის შეტანას განათლების სამინისტრო 2016 წლიდან გეგმავს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
18:25
15:07
12:11
















