|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასამართლომ პაატა ბურჭულაძის პარტიის 4 შემომწირველი 10 000 ლარით დააჯარიმა

საქალაქო სასამართლომ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის”   პოლიტიკური ძალის 4 შემომწირველი 10 000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ჯანდიერმა   პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი  თქმით, აუდიტის სამსახური არის ხელუსუფლების ფინანსური სუს-ი. როგორც ჯანდიერმა განაცხადა, აუდიტის სამსახური პაატა ბურჭულაძის პარტიაზე ზეწოლას დაარსების დღიდან ახორციელებს. 

„ამ საქმესთან დაკავშირებით ფორსირებული შეტევა ჯერ კიდევ დაანონსდა აუდიტის სამსახურის, გენერალური აუდიტორის მხრიდან 2 სექტემბერს, მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე პირს  ქონდა ყველა ის ფაქტი დადასტურებული, რომელიც მიუთითებდა მათ ფინანსურ შემოსავალზე. აუდიტის სამსახური, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხელისუფლების ფინანსურ სუს-ს, ყველა ზომას იყინებს იმისთვის, რომ ჩვენი შემომწირველების მიმართ ასეთი აგრესიული ქმედებებით მოქმედებდეს. ამას აქვს ორი მიზეზი, ერთი, რომ ის პირები, რომლებიც არიან ჩვენი შემომწირველები და ამავდროულად წარმოადგენენ პარტიის მხარდამჭერებს წინასაარჩევნოდ მათი ბლოკირება და პარალიზება მოახდინონ, ამავდროულად სიგნალი მისცენ სხვებს, რომ არ გაბედონ, არ განახორციელონ შემოწირულება და მხარდაჭერა ჩვენს სასარგებლოდ”, - განაცხადა ჯანდიერმა. 

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ   უწყება სწავლობს ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას, რასაც ამოწმებს შემოსავლების სამსახურსა და საბანკო მონაცემებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდგომ იღებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და სასამართლოში გაგზავნის გადაწყვეტილებას.

”ჩვენთვის მიუღებელია სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ მსგავსი პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და საკუთარი პიარისთვის უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენება. ჩვენ მიმდინარე პერიოდში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მიმართ შევადგინეთ 11 ოქმი, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. შემოწირულებებთან დაკავშირებით მიმდინარე პერიოდში, ჯამში გამოკითხულია 80 პირი, საიდანაც მხოლოდ 33 არის „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველი. ჩვენ ვსწავლობთ ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას, რასაც ვამოწმებთ შემოსავლების სამსახურთან და საბანკო მონაცემებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდგომ ვიღებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და სასამართლოში გაგზავნის გადაწყვეტილებას”, - აღნიშნა ზურაბ აზნაურაშვილმა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა