|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს  მხარი 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, 14-მა კი წინააღმდეგ მისცა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი მომავალ კვირას აუცილებლად დაუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს და კანონპრორექტის ინიცირებას უმრავლესობა მოახდენს.

მისი თქმით,  პრინციპი იქნება იგივე - შემდეგ პარლამენტში 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა, 2024 წლის მოწვევის პარლამენტში 1/3 წარმომადგენლობა. 

 წარმოდგენილი კანონპროექტით, სიაში  ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა