"მე ხმა მივეცი მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს"
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-6 საარჩევნო უბანზე დილის 09:00 საათზე გააკეთა.
ქვეყნის პირველი პირი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
“პირველ რიგში მინდა მივულოცო ქართულ საზოგადოებას დღევანდელი დღე და მოვუწოდო აქტიურობისაკენ.
დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს სიძლიერისადა დემოკრატიულობისაკენ.
მე მიხარია, რომ ჩემს საარჩევნო უბანზე არის ხალხმრავლობაც და სიმშვიდეც.
მე ხმა მივეცი მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯანსაღი და საქართველოზე მოფიქრალიპოლიტიკური ძალა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















