საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზით, საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით, 8-დან 11 გრადუსამდე იქნება.
"18 ოქტომბერს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. მაღალმთიან რაიონებში თოვლი, ჰაერის ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს. საქართველოს მასშტაბით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-15 გრადუსი იქნება.
დასავეთს საქართველოში 18 ოქტომბრამდე არადმგრადი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო შემდეგ გამოიდარებს.
რაც შეეხება, აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. 18 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰარეის ტემპერატურა დაიკლებს და 9-დან 11 გრადუსამდე იქნება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















