|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნები მოეწყობა

მთავრობამ ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასთან ერთად 2011 წელს მიიღო.  მასში გაწერილია, როგორც უნდა მოხდეს ნარჩენების მართვა, კერძოდ, დახარისხება წყაროზე.

მყარი ნარჩენების კომპანიაში აცხადებენ,  დახარისხება წყაროზე სავალდებულოა, კანონმდებლობის მიხედვითაც. ნარჩენების მართვის კანონის მიხედვით, 2019 წლიდან ყველა მუნიციპალიტეტში უნდა მოხდეს ნარჩენების წყაროზე დახარისხება. რა რაოდენობის კონტეინერები იქნება საჭირო, ამ ეტაპზე კომპანიაში ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ შესაძლოა 2 ან 3 ფრაქციად დაიყოს, იმის და მიხედვით, თუ როგორ გადაწყვეტს მუნიციპალიტეტი.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის განცხადებით, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, სავარაუდოდ, თბილისსა და აჭარაში მოეწყობა. თბილისის შემთხვევაში უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. რაც შეეხება აჭარას, სავარაუდო კანდიდატების სია ივლისს-აგვისტოში შეირჩევა. პროექტზე მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ინტერესთა გამოხატვას უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი