|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში საწვავი გაძვირდა

საქართველოში საწვავი გაძვირდა. ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით 4-6 თეთრით მოიმატა. 
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში გაძვირებას  ორი ძირითადი ფაქტორით ხსნიან. ესენია -ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მატება და ლარის გაუფასურება. 
აღსანიშნავია, რომ „სოკარისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი არ შეცვლილა. ხოლო „ვისოლის“, „რომპეტროლისა“ და „გალფის“ სადგურებზე საწვავის ფასმა დაახლოებით, 5-6 თეთრით მოიმატა. 
„ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე ეკო სუპერი – 1.95 ლარიდან 2 ლარამდე გაძვირდა; ეკოპრემიუმის ფასი 1.79-დან - 1.84-მდე ; ევრო რეგულარის ფასი – 1.59-დან - 1.64-მდე გაიზარდა; უცვლელი დარჩა ეკო ევრო რეგულარის ფასი და კვლავ 1.75 ღირს; რაც შეეხება დიზელს, ეკო დიზელის ფასი უცვლელია და ისევ 1.75 ლარი ღირს; დიზელ ენერჯის ფასმა კი 1.55-დან 1.60 ლარამდე მოიმატა. 
რაც შეეხება „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურებს, ევრო პრემიუმი – 1.77 ლარი ღირდა და 1.83 გახდა; ევრო რეგულარის ფასი – 1.55-დან 1.61 ლარამდე გაიზარდა; უცვლელი დარჩა სუპერის ღირებულება და დღესაც 1.99 ღირს; efix ევრო დიზელის საფასური – 1.76-დან 1.80-მდე გაძვირდა; ხოლო ევრო დიზელი 1.57 ღირდა და 1.61 ლარი გახდა. 
„გალფის“ სადგურებში G-Force პრემიუმი – 1.77 ღირდა და დღეიდან 1.82 გახდა; G-Force ევრო რეგულარის ფასი 1.67-დან - 1.72-მდე გაიზარდა; რეგულარის ფასმა 1.58 ლარიდან 1.64-მდე მოიმატა; უცვლელი დარჩა დიზელის ფასი. კერძოდ, ევრო დიზელი კვლავ 1.75, დიზელი კი 1.59 ლარი ღირს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა