|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა 25.3 პროცენტით გაიზარდა

2016 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა 25.3 %-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკი აგვისტოში ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 245.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 25.3 პროცენტით (21.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2016 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (37.0 მლნ აშშ დოლარი), აშშ (11.7 მლნ აშშ დოლარი), იტალია (10.5 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (10.4 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (8.0 მლნ აშშ დოლარი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.3 მლნ აშშ დოლარი (40.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.5 მლნ აშშ დოლარისა (29.0 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა