საქართველოში წვიმები 14 ნოემბრამდე გაგრძელდება
სინოპტიკოსების ცნობით, წვიმა და დაბალი ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 14 ნოემბრამდე შენარჩუნდება. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ძირითად რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში კი მოთოვს, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ 13 ნოემბერს ნალექი შემცირდება და საქართველოს თითქმის ყველა რაიონში გამოიდარებს.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმებმა დასავლეთ საქართველოს რაიონები დააზარალა. დაზიანდა მთავარი ავტომაგისტრალის თერჯოლის მონაკვეთი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
















