|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სარფის საბაჟოზე მძღოლებს ორმაგი საფასურის გადახდას აიძულებენ?

არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სარფის საბაჟოზე არიან გაჩერებული.

ისინი საზღვრის გადმოლახვას და საქართველოში დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობენ.

„ნიუპრესს“ ერთ-ერთი მძღოლი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა,  „500- მდე ტრაილერი დგას საბაჟოზე. გვითხრეს, რადგანაც არჩევნებია და დასვენების დღე ორმაგი გადასახადი გადაიხადეთ და გაგიშვებთ. ეს კი 800 ლარია,"-განაცხადა მძღოლმა, რომელმაც ვინაობის  დასახელება არ ისურვა.

მძღოლები ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან მეტ ყურადღებას ითხოვენ. მათი თქმით, 500-მდე ავტომანქანაში ათასამდე მძღოლი იმყოფება, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ. 

შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ყველა გამშვები საბაჟო პუნქტი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდია, თუმცა განაცხადა რომ ინფორმაციას გადააამოწმებს.

p.s. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური დაპირებისამებრ მოგვიანებით  დაგვიკავშირდა. უწყების ინფორმაციით, საბაჟოპ გამშვებ პუნქტზე არანაირიუ შეფერხება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება მძღოლებს , ისინი კვლავ საწინააღმდეგოს აცხადებენ. მათი თქმით, კვლავ საბაჟოზე რჩებიან. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა