|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასამართლო სისტემის რეფორმირებისათვის ხელმოწერების შეგროვება იწყება

„ამ სასამართლოს პირობებში შეუძლებელია საარჩევნო კამპანიის ჩატარება“-აცხადებს პაატა ბურჭულაძის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში დავით ჯანდიერი.  ის  საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს.  აღნიშნულის შესახებ ჯანდიერმა  დღეს ქუთაისში ისაუბრა.

"ხელისუფლებამ აქამდე ვერ შეძლო, რომ  სასამართლო სისტემა თავისუფალი, რიგითი მოსამართლე  დამოუკიდებელი და ადამიანის უფლებები დაცული  ყოფილიყო.  ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის  სასამართლო სისტემის რეფორმირება, რომელიც დაუყოვნებლივ  უნდა განხორციელდეს. არავითარი აზრი ამ სასამართლო პირობებში არჩევნების ჩატარებას არ აქვს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული შემადგენლობა, რომელმაც ვერ გაამართლა,  უნდა იყოს დათხოვნილი და ახალი პრინციპების საფუძველზე უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირება“, -განაცხადა დავით ჯანდიერმა.  მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებისათვის საჭირო 30 ათასი ხელმოწერის შეგროვებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

როგორც ჯანდიერმა განაცხადა,  ამ სასესიო პერიოდში ამ ინიციატივის პარლამენტში განხილვა ვეღარ მოესწრება. საჭიროა   თხოვნით მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მან თავი მხრივ მიმართოს პრეზიდენტს, რომ ინიციატივის   განხილვისათთის რიგგარეშე სესია დანიშნოს.  

 საკანონმდებლო ინიციატივა,  კამპანიის  „თავისუფალი სასამართლო ხალხს“  ფარგლებში შემუშავდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა