|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საუნივერსიტეტო ქალაქის გრაფიკულ გამოსახულებაში ბევრი კითხვის ნიშანია“

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას „თავისუფალი დემოკტარების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აფასებს. გოგი ხაზარაძის თქმით, ქვეყნის წარუმატებლობის მიზეზი არასაკმარისი განათლებაა და სამოქალაქო თვითშეგნების დაბალი დონეა, ამიტომ საუნივეტსიტეტო კომპლექსის მშენებლობას მიესალმება. ის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 „რამდენი და რა ხასიათის პრობლემებიც გვაქვს და ჩვენი წარუმატებლობების 95 % - ის რეალური მიზეზი არასაკმარისი განათლებაა და სამოქალაქო/სახელმწიფოებრივი თვითშეგნების დაბალი დონე. ამ ფონზე, როგორ შეიძლება არ მოგწონდეს შენს ქალაქში საუნივეტსიტეტო კომპლექსის მშენებლობა, მაგრამ მე მინდა, კარგად და აკადემიურად იყოს ყველა პროექტი თავშივე გათვლილი და დასაბუთებული, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. რაც კარგად იწყება, იმის გაგრძელების, მოქმედების და პროდუქტიულობის შანსი მით მეტია“-განაცხადა გოგი ხაზარაძემ.
თუმცა გოგი ხაზარაძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია.

„აქ წარმოდგენილ გრაფიკული გამოსახულების ბოლო გრაფაში ბევრი კითხვის ნიშანია. ჩემი განწყობა და დამოკიდებულება მხოლოდ არგუმენტების და საქმიანი რეჟიმის მიმართ არის მიმართული. მინდა, რომ საქართველოს ყველა ხელისუფალი ყველა გამოცდას და კითხვას კვალიფიციურად პასუხობდეს. და ამ შემთხვევაში - ჩემი ერთი ხმა ქუთაისის განათლების და კულტურის კერად გადაქცევას“-განაცხადა ხაზარაძემ და მტკიცებულებად უნივერსიტეტის შესახებ მომზადებული დოკუმენტი მოჰყავს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა