|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი მოყვარულ მოჭადრაკეთა ტურნირში მონაწილეობს

დღეს ქუთაისში საჭადრაკო კლუბში „მაია“ მოყვარულთა ტურნირი გაიხსნა.

ქუთაისის ღია პირველობა მოყვარულთა შორის სახელწოდებით, „პატივი ეცი მოწინააღმდეგის აზრს“, ორი დღე გაგრძელდება.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხვა მოყვარულებს შორის ტურნირში მონაწილეობას, ქუთაისის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები იღებენ. შეჯიბრება მიმდინარეობს როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა მოყვარულ მოჭადრაკეებს შორის.

გამარჯვებულები საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

ქუთაისის ღია პირველობა მოყვარულთა შორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა