„სახელმწიფო ხალხისათვის“ ერთადერთი მოძრაობაა, რომელსაც შეუძლია სიცოცხლე შემოიტანოს ქუთაისში"
„სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერი ამომრჩევლებს შეხვდა. პაატა ბურჭულაძე ქუთაისსა და ზესტაფონში იმყოფებოდა. მან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. 47-ე ოლქში კენჭს ამირან ხვადაგიანი იყრის, 48-ე ოლქში თემურ ცამციშვილი, 49- ოლქში კი ზვიად ბაღდავაძე.
პაატა ბურჭულაძემ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა.
„ხალხი მონდომებულია, უნდა, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა პარტიამ. იმიტომ, რომ ეს ერთადერთი მოძრაობაა, რომელსაც შეუძლია სიცოცხლე შემოიტანოს ამ ქალაქში. ისეთი, რისი ღირსიც არის ქუთაისი. 8 ოქტომბერს შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, რომ ჩვენი მომავალი უნდა იყოს ბედნიერი“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















