"ცხოველების მოვლა - პატრონობისათვის 43 ათასი ლარი დაიხარჯება"
"ნიუპრესზე" გასულ მასალას ცხოველთა უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ააიპი "სპეციალური სერვისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი გიორგი მჟავანაძე პასუხობს. მჟავანაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის თავშესაფარში დამაკმაყოფილებელი პირობებია. მისი თქმით, დაინტერესეულ პირებს შეუძლიათ თავად ნახონ თავშესაფარში არსებული მდგომარეობა.
"აღნიშნული ბრალდებები სრული დეზინფორმაციაა. შენობაში მოწესრიგებულია სასათბურე პირობები, ყოველღიურად ხდება შენობის წყლის ჭავლით დასუფთავება. ერთი შემთხვევაც არ გამოვლენინა, რომ ძაღლის სიცივით, ან შიმშილით დაღუპულიყო. რამდნეიმე დღის წინ გადმოცხადდა ტენდერი 43 ათასი ლარის ფარგლებში, რომელიც მოხმარდება ცხოველების მოვლა- პატრონობას. ამ დროისთვის რამდენიმე ტონა საკვების შეძენა მოხდა ძაღლებისთვის. ხაზგასმით ვიმეორებ, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს თავშესაფრის ამჟამინდელი მდგომარეობა",-განაცხადა მჟავანაძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















