საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოვლინდა
"საზოგადოებრივი კვების ობიექტებში 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა"- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტომ განაცხადა, რომელიც სამომხმარებლო ბაზრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. ინპექტირება ხორციელდება ყველა ტიპის საწარმოში, სარეალიზაციო ობიექტში, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკში.
სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი კვების ობიეტებში მიმდინარე წელს 756 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა. მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე საზოგადოებრივი კვების 118 ობიექტში ჩაატარა გეგმური ინსპექტირება, არაგეგმური კონტროლი ჩატარდა 47 მათგანში. დოკუმენტურად შემოწმებულია 591 სწრაფი კვების ობიექტი, საცხობი, პურ-ფუნთუშეულის წარმოება. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლისას გამოვლინდა 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა.
არაკრიტიკული დარღვევების გამოსასწორებლად ბიზესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია და გონივრული ვადები, ხოლო კრიტიკულის გამო 7 მათგანს აეკრძალა სამეწარმეო საქმიანობა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე ხორციელდება სათანადო რეაგირება, მოქმედებს საჯარიმო სანქციები, დარღვევების შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს ეძლევათ რეკომენდაციები და მათ გამოსასწორებლად გონივრული ვადები.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















