|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სექტემბრიდან პენსია 216 ლარი გახდება

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, სექტემბრიდან პენსია 216 ლარი გახდება მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელი პენსიონერებისთვის. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

"ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პენსია 110 ლარიდან გახდა 180 ლარი და სექტემბრიდან  216 ლარი იქნება მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელი პენსიონერებისთვის.  ასევე თანმიმდევრულად იზრდება მასწავლებლების შრომითი ანაზღაურება და ყველა ბავშვი არის უზრუნველყოფილი სახელმძღვანელოთი. პროგრესია, უმაღლესში არსებობს 21 სპეციალობა, სადაც შეიძლება უფასოდ ისწავლო, ყველა სოფელში, სადაც არ არის სკოლა, უზრუნველყოფილი გვყავს მოსწავლეები ტრანსპორტით და მათ 7 და 10 კილომეტრის გავლა ფეხით აღარ უწევთ. ეს არის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ, ეს არის ის დაპირებები, რაც ჩვენ გავეცით და ვასრულებთ, ჩვენ ვმუშაობთ , რომ ყველა დაპირება შევასრულოთ, ძალიან ბევრი დაპირება შესრულდა და ძალიან ბევრი მიმართულებით არის პროგრესი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ვხედავთ, პირიქით უკეთესად ვხედავთ, ვიდრე სხვები",-განაცხადა ხადურმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა