ადგილზე, სადაც ავტომობილი არხში ჩავარდა, გამაფრთხილებელი ნიშანი დადგეს
ნიუპრესზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ღია სანიაღრე არხში ავტომობილი ჩავარდა, გამაფრთხილებელი ნიშანი დაიდგა.
ავტომობილი არხში 6 მარტს ჩავარდა. მძღოლმა უხვი ნალექის გამო დაზიანებული გზის ზედაპირი და ღია სანიაღვრე არხი ვერ შენიშნა. ფაქტის ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოსახლეობამ პრობლემის მოგვარება მოითხოვა.
მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე ღია სანიაღვრე ქსელი კომპანია "ეს ემკამ" უნდა მოაწყოს. კომპანიამ ქუჩაზე წყალგაყვანილობის სამუშაოები შეასრულა, თუმცა გზის საფარის ჯერ არ დაგებულა.
ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე ავტომობილი სანიაღვრე არხში ჩავარდა
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















