"შორს ბინძური ხელების "ტორპედოსგან"-ქუთაისში აქცია მიმდინარეობს [VIDEO]
შორს ბინძური ხელების "ტორპედოსგან"-ქუთაისში აქცია მიმდინარეობს. გუნდის ფანკლუბის წევრები "ტორპედოს" დაშლის საფრთხეზე საუბრობენ და მომხდარში გუნდის პრეზიდენტს ზაალ ჩაჩავას ადანაშაულებენ.
მათი თქმით, ზაალ ჩაჩავას პირობებში "ტორპედო" განვითარების ნაცვლად, იშლება. გუნდის გულშემატკივრების თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რაში დაიხარჯა გუნდის ბიუჯეტი.
"მოვითხოვთ, დროულად გაუშვან ზაალ ჩაჩავა და დაიწყოს გამოძიება, რამდენად სწორად დაიხარჯა თანხები. მოვუწოდებთ, ეკონომიკის სამინისტროს დროულად ჩაერიოს პროცესებში და მოხდეს ახალი ინვესტორების მოყვანა"-აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათ, ასევე მოუწოდეს მერიას მეტად დაინტერესდეს არსებული პრობლემები და გამოუცხადოს თანადგომა "ტორპედოს". აქციის მონაწილეებს საკრებულოს დეპუტატი ალეკო ახალაძე შეხვდა, მისი თქმით, "ტორპედოს" შენარჩუნება ქალაქის ღირსების საქმეა.
"ტორპედოში" არსებული პრობლემების გამო გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. მერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ გუნდი არ დაიშალოს.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ტორპედო" არ დაიშალოს"-გიორგი ჭიღვარია
"ტორპედო" დაშლის პირასაა, შესაძლოა, გუნდმა ევროპალიგაზე ვერ ითამაშოს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















