|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია: "ნაციონალები" კომპეტენტურები არიან ცოცხებთან დაკავშირებით"

ქუთაისის  საკრებულომ დაამტკიცა მერიის მიერ ბიუჯეტში წარდგენილი ცვლილება, რომელიც ქალაქის ბიუჯეტის  2 მილიონ 700 ათასი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

როგორც ქალაქის ვიცე მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, ამ თანხიდან მილიონ 800 ათასი ლარი რეგიონალური განვითარების ფონდიდან გადმორიცხული თანხაა, დანარჩენი კი თვითმმათველოების მიერ ეკონომიების ხარჯზე დაზოგილი. ამ დროისათვის ბიუჯერმა 71 მლნ 150 ათასი ლარი შეადგინა, რითაც გაუტოლდა გასული წლის ბიუჯეტს.

ქავთარაძის განცხადებით, ბიუჯეტისათვის დამატებული თანხის ნაწილი გზებისა და ხიდების რეკონსტრუქციას მოხმარდება. 500 ათასი ლარი გადაეცემა ააიპი "სპეციალურ სერვისებს", რომელიც წყლის კომპანიასთან ერთად მოახდენს ღვარსადენების რეაბილიტაციას, 200 ათასი ლარი გადაერიცხება წერეთლის უნივერსიტეტთან ბიბლიოთეკის მშენებლობის პროგრამას, ასევე თანხები გადანაწილდა ახალგაზრდულ და სპორტულ პროგრამებზე, მათ შორის  სარაგბო კლუბ „ბაგრატს“ გადაერიცხა 25 ათასი ლარი.

საბიუჯეტო ცვლლება და კონკრეტულად, სპორტული კლუბისათვის თანხის ჩარიცხვა „ნაციონალმა" დეპუტატმა გია უკლებამ გააპროტესტა.  მისი თქმით, ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს სპორტულ კლუბებს, რადგან ის როდესაც შეეხო საფერხბურთო კლუბ “ტორპედოს“, ის გაანადგურა.  უკლებას თქმით, თანხის დამატება მართებული  არც “სპეციალური სერვისებისათვის“  არის,  რადგან მას აქვს საკმარისი თანხა:

„ეს 500 ათასი ლარი, რატომ დაერიცხა "სპეციალურ სერვისებს", ახლა უკვე 200 ლარიან ცოცხებს ყიდულობენ?“-იკითხა უკლებამ.   უკლებას  ეს შენიშვნა სამსახურისმიერ მეეზოვებისათვის გადაცემული  ცოცხების 100 ლარად შეფასებას უკავშირდება, თუმცა შოთა მურღულიას ცოცხების თემაზე სხვა ამბავი გაახსენა.

„ნაციონალები" კომპეტენტურები არიან ცოცხებთან დაკავშირებით და არ მიკვირს უკლებას მიერ ცოცხების თემაზე აპელირება“ -განაცხადა ქალაქის მერმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი