|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შოთა მურღულია თავადაც ბურჭულაძესთან ხომ არ აპირებს გადასვლას?"-ნატო ქათამაძე

"ამირან ხვადაგიანის გამო შოთა მურღულიამ პასუხი არ უნდა აგოს? თითქმის ყველა საკრებულოს სხდომაზე ამას მიმტკიცებდა, რომ მერის არჩევნები ამირან ხვადაგიანმა მოაგებინა და იქნებ მომავალ არჩევნებზე თავადაც ბურჭულაძესთან აპირებს გადასვლას? რადგან არჩევნების მთავარი იდეოლოგი ხომ უკვე იქეთაა და აქეთ "რის" ან "ვის" იმედად უნდა დარჩეს", – ამ პოსტით ეხმაურება საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი ნატო ქათამაძე ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოლიტიკურ განაწყვეტილებას.

ქათამაძის განცხადებით, ბაღის დირექტორის პოსტზე შოთა მურღულია ისევ ყოფილ "ნაციონალს" შეარჩევს.  დეპუტატი მერს კანდიდატების შერჩევაში "დახმარებასაც" სთავაზობს.

"რომელიმე ყოფილ ნაცს შეარჩევს (თუმცა "ყოფილები" არ არსებობენ) ამის კარგი "უნარი" აქვს მერს.
შემიძლია კანდიდატურებიც შევთავაზო, რომლებიც, მართალია კი არიან აიპებში თანამდებობეზე მაგრამ ბოტანიკურ ბაღში, სუფთა ჰაერზე ყოფნა მაინც სულ სხვაა და თან იმასაც თუ გავითვალიწინებთ, რომ ბოტანიკური ბაღი კარგი ტრამპლინია პოლიტიკური აქტივობისათვის, ხომ საერთოდ... ლადო პატარიძე, კახაბერ დალაქიშვილი... ხომ გეცნობათ ეს სახელები ქუთაისში? მერე ამათი შემცვლელები "ეძებოს" ნაცებში და ამასობაში ოცნებაც წააგებს არჩევნებს... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს"- წერს ქათამაძე. 

შეგახსენებთ, რომ ბოტანიკური ბაღის დირექტორის შერჩევა ქალაქის მერის მიერ მოხდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა