|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლა სახალისო უნდა გავხადოთ - ალექსანდრე ჯეჯელავა

ბავშვებს მასობრივად არ უყვართ სკოლა- აცხადებს  განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მისი თქმით, სკოლებში სწავლა სახალისო უნდა გახდეს. 

„სკოლის შემთხვევაში ჩვენ „მოვახერხეთ“ რომ ბავშვები დატვირთულბი გვყავს ძალიან. როგორც პირდაპირი გაგებით, ვგულისხმობ მძიმე სასკოლო ჩანთას, ისე დროის გაგებით. ბავშვები შეიძლება ათ საათამდე მეცადინეობდეს... და ამოცანა გვეკითხება – ბავშვი როდისღა უნდა იყოს, როდის უნდა იცელქოს, როდის უნდა ითამაშოს. მსოფლიო ტენდენციები იქეთ მიდის, რომ სწავლის შუა ეტაპზე უმაღლესამდე სკოლა იყოს უფრო მეტად სახალისო. ბავშვებს მასობრივად არ უყვართ სკოლა, დღეს რომ ბავშვებში რეფერენდუმი ჩავატაროთ, შეიძლება, დახურონ. გართობის ნაწილი და სახალისო ნაწილი დღევანდელ სკოლაში არ არის საკმარისი. თუნდაც იგივე ტექნოლოგიები, გუნდური, საპროექტო მუშაობა და ა.შ. იმ სკოლებში, სადაც ასეთი მიდგომები არის, ან გამოერევა მასწავლებელი და ბავშვებს წაახალისებს, მოსწავლეებს იქ მიუხარიათ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ სისტემურად, რომ ასეთი იყოს პროცესი,“– განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ტელეკომპანია „GDS“-ის ეთერში.

მინისტრის თქმით, სახაზავიანი, მკაცრი მასწავლებელი და მოსწავლეები მერხებთან დროის მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს. 

 

წყარო

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა