|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები ტარდება

მე-11 კლასელებისათვის დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ტარდება. მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში ჩააბრებენ. ეს საგნებია: გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმია.
 გამოსაშვები გამოცდებისათვის 38 800 - ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-11 კლასელთათვის 2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია: 12 ივნისი - გეოგრაფია; 13 ივნისი - ბიოლოგია; 14 ივნისი - ფიზიკა; 15 ივნისი - ქიმია.
მოსწავლეებს, რომლებიც გამოსაშვებ გამოცდებზე რომელიმე საგანში ზღვარს ვერ გადალახავენ, ან გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი მეთორმეტე კლასის ბოლოს, დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად ჩააბარონ.

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა