თვითმმართველობის სმს-ები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ირიბ მცდელობად შეფასდა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევაში მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მოქალაქეებისთვის ცალკეული პროექტების მიმდინარეობის თუ დასრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ "მუნიციპალიტეტების მხრიდან წინასაარჩევნოდ აღნიშნული ინიციატივების განხორციელება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ამომრჩეველის ნებაზე ზემოქმედების ფორმას და შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს".
ორგანიზაციის კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში შენარჩუნებულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია. ადმინისტრაციულ რესურსს, ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობები იყენებენ მმართველი პარტიის მხარდასაჭერად.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















