უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი დედა-შვილის დასახმარებლად ქუთაისში აქცია იგეგმება
მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ნაზი სეფიაშვილის დასახმარებლად ქუთაისში აქცია იგეგმება. ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს დაეხმარონ ხანდაზმულს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
„გთხოვთ დაგვიდგეთ გვერდით, რომ დავეხმაროთ გაჭირვებული ადამიანს, რომელიც ლოგინადაა ჩავარდნილი. მას არათუ წამლების, საჭმლის ფულიც არ აქვს. დარწმუნებული ვარ ერთად დგომით შევძლებთ დავეხმაროთ ამ ადამიანს.
ანგარიში გახსნილია „თიბისი ბანკში“ GE46TB7671445063600028. მიმღები მარიამ გეწაძე. გარდა თანხისა, ვაგროვებთ ტანსაცმელს და პროდუქტებს. ქველმოქმედებაში მონაწილეობა 15 ნოემბრამდე შეგილძიათ, “-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ნაზი სეფიაშვილი ყვარელში ცხოვრობს, მის შესახებ გავცელებულმა ვიდეომ, სადაც ის თავის მდგომარეობაზე საუბრობს, ინტერენეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოყვა.
ნაზი სეფიაშვილი შშმ შვილთან ერთად ცხოვრობს. მათ სოციალური დახმარება მოეხსნათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
მობილური ტელ: (+995) 571 68 28 88
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















