ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის მონიტორინგს "გირჩი" გეგმავს
ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგით "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" დაინტერესდა. იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ ცამციშვილმა ქუთაისის მერს შოთა მურღულიას წერილობით მიმართა. თემურ ცამციშვილი ქალაქში მცხოვრები უსახლკაროებისთვის გამოყოფილი მილიონი ლარის მიზნობრივ ხარჯვას, ასევე მათთვის საცხოვრებელი ფართის მშენებლობისთვის შექმნილი კომისიის საქმიანობაში ჩართვას ითხოვს.
"აღნიშნული საკითხის მიმართ არსებობს ფართო საზოგადოებრივი ინტერესი, რადგან უსახლკაროთა პრობლემა მთელი სიმწვავით დგას ჩვენი ქალაქის წინაშე. გთხოვთ, რაიმე შესაძლო და მისაღები ფორმით მოგვცეთ საშუალება მონაწილეობა მივიღოთ აღნიშნული კომისიის მუშაობაში. ვფიქრობ, რომ მეტი გამჭვირვალობა კარგი იქნება კომისიის მეტი ეფეტქურობისათვის."-აცხადებს ცამციშვილი.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა აქვს, მათ შორის რატომ იმართება კონკურსი და არა ელექტრონული ტენდერი, ასევე რატომ ეთქვათ უარი ისეთ ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და არიან სოციალურად დაუცველები?
მერიამ საცხოვრისის მოსაწყობად კონკური გამოაცხადა, რომელიც 11 ივლისს ჩატარდება, რომლის ფარგლებში გამოვლინდება გამარჯვებული. ცამციშვილმა აღნიშნული კომისიის სხდომის საჯაროობა მოითხოვა.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის“ განცხადებას ქუთაისის მერიაში პასუხობენ. მერიაში აცხადებენ, რომ სოციალური საცხოვრისის მშენებლობლობა გამჭვირვალედ მოხდება. ასევე გამჭვირვალე იქნება კომისიის მუშაობა.
„სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე, მით უფრო არამიზნობრივ ხარჯვაზე ის ადამიანები არ უნდა საუბრობდნენ, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტური არ არიან. საცხოვრისის მშენებლობას გამარჯვებული კომპანია მოახდენს, რომელსაც კომისია გამოავლენს. რაც შეეხება კომისიას ფართო სპექტრზეა გათვლილი და მასში პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანები ჩართვებიან“,-აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ 50 ბენეფიციარისთვის სოციალურ საცხოვრისის მოსაწყობად 1 მილიონ ლარი გამოყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















