ჩინურ კომპანიაში დასაქმებული მუშები კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ
ხარაგაულის სოფელ ზვარეში საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორ ჩინურ კომპანიაში დასაქმებული მუშები კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. ადგილობრივები დღეს დილიდან შეკრებას გეგმავენ. მათი ინფორმაციით, არმატურით ნაცემია ერთ-ერთი დაშავებულის და, რომელიც სასადილოში მუშაობდა.
მუშების პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას მოყვა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. მათი თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის წარმომადგენლები ერთ-ერთ ადგილობრივს ტყეში მოჭრილი ხეების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. მის დასაცავად კი ჩხუბში უკვე ქართველი თანამშრომლები ჩაერთვნენ.
ცემის მუხლით დაწყებული გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით გადაკვალიფიცირდა. ამ ბრალდებით ჩინეთის სამი მოქალაქეა დაკავებული. 7 დაშავებულიდან კი სამი ამ დრომდე რჩება ხაშურის საავადმყოფოში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















