სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება საკრებულომ მერს გადასცა
სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება საკრებულომ მერიას გადასცა. საკითხს სხდომაზე მყოფ დეპუტატთაგან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.
საკითხი სხდომაზე მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ წარადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საკრებულომ მერს მისცა უფლება სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე გადაწყვეტილება საკრებულოს გარეშე მიიღოს.
როგორც იურისტმა „ნიუპრესთან“ საუბარში განმარტა, ამ შეთანხმებით, ისარგებლებენ მშენებლები, რადგან მათ არ მოუწევთ საკრებულოს სხდომებისთვის დალოდება.
„სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მიენიჭა მერს. ნებართვებს მშენებლობის კოეფიციენტების გაზრდის შესახებ ადგენს სამინისტრო, საბოლოო გადაწყვეტილებას კი საკრებულო იღებდა, ახალი ცვლილებით მერი გასცემს ნებართვას და მშენებლებს არ მოუწევთ სხდომებისთვის ლოდინი ნებართვებზე“, - განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.
სპეციალური ზონალური შეთანხმება, არის ნებართვა, რომლის მიღება სავალდებულოა უძრავ ქონებაში (ობიექტში) ცვლილებების შეტანამდე, ამ ქონების (ობიექტის) ისეთი გამოყენების შემთხვევაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას. ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















