ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" თურქეთში იმყოფება
თურქეთში ქუთაისის საფეხბურთო კლუბის "ტორპედო" ფეხბურთელები იმყოფებიან. ისინი ამხანაგური მატჩის სათამაშოდ გაემგზავრნენ. “ტორპედოს“ პრესსამსახურის განცხადებით, გუნდი ორკვირიან უცხოურ შეკრებაზე იმყოფება.
კლუბთან ერთადაა ტელე–რადიო კომპანია "რიონის" ოპერატორი გია ვაშაკიძე, რომელიც სოციალურ ქსელში სტამბოლში, ტანკების ფონზე გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. მისი თქმით, კლუბის ფეხბურთელებს საფრთხე არ ემუქრებათ.
შეგახსენებთ, თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, დაიბომბა მნიშვნელოვანი ობიექტები. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















