|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორობის კანდიდატის ვინაობას არ ასაჯაროებენ

ქუთაისის ოპერის თეატრში სამწლიანი პაუზის შემდეგ რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები" დაიდგა. აღნიშნული რედაქციით „ჯამბაზები“ ქუთაისელმა მსმენელმა 2011 წელს ნახა და მოისმინა.

 "ეს არ გახლავთ პრემიერა,ამასთან ერთად სადადგმო კუთხით სპექტაკლში ცვლილებები არ შესულა", - აღნიშნა სპექტაკლის რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ. თუმცა სპექტაკლს ყავს ახალი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე, შესაბამისად პუბლიკამ სხვა მუსიკალური ინტერპრეტაციით გადაწყვეტილი სპექტაკლი მოისმინა. სპექტაკლში მთავრი პარტიები ბადრი სახამბერიძემ (კანიო), ფერიდე ჯინჯიხაძემ (ნედა), ლაშა თითბერიძემ (ტონიო), ბაკურ კვირიკაშვილმა (სილვიო), ბადრი ადამიამ (ბეპე) შეასრულეს.

სპექტაკლის დაწყებამდე ისიც დაანონსდა, რომ ოპერის თეატრს მალე ახალი დირექტორი ეყოლება. კანდიდატურა უკვე შერჩეულია, თუმცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე მის ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორი ხატია ვედმედევა ერთი თვის წინ გათავისუფლდა სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადების საფუძველზე. 

ავტორი: ნიუპრესი