|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამთავრობო არასამთავრობოები

ქუ­თა­­სის მიმ­დი­ნა­რე წლის ბიუჯეტ­ში ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციების ღო­ნის­ძიებების და­ფი­ნან­სების მიზ­ნით, 200 000 ლა­რია ჩა­დებული. თუმ­ცა, ბიუჯეტ­ში ცვლი­ლების შე­დე­გად პროგ­რა­მის ფონ­დი წლის გან­მავ­ლობაში მზარ­დი­ა. ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციები კი, რომ­ლებიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიუჯეტი­დან ფი­ნან­სდებიან,  ხელი­სუფ­ლებას­თან დაახლოებულ არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციებად იწო­დებიან.

ქუ­თა­­სის ახალ­გაზ­რდულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­­თა სახლი, რო­მელ­საც ქა­ლაქ­ში „ქა­­სის"  სახელით იც­ნობენ, 15-მდე ახალ­გაზ­რდულ არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აერ­თი­­ნებს. მათ შო­რის არის „სტუ­დენ­ტუ­რი დებატების ასო­ცი­­ცი­ა", „სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­­ტი­ვების ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრი", ჟურ­ნა­ლი „სტუ­დენ­ტობა", სტუ­დენ­ტუ­რი პორ­ტა­ლი, „ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრი ნა­ტო-სა­ქარ­თვე­ლო" და სხვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციების დამ­ფუძ­ნებლები სტუ­დენ­ტები არი­ან. შე­საბამი­სად, მა­თი საქ­მი­­ნობის სა­მიზ­ნე ჯგუფს მოს­წავ­ლეები და სტუ­დენ­ტები წარ­მო­ად­გე­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციები ახალ­გაზ­რდუ­ლი თე­მა­ტი­კის პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­­ლებენ, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, არ­ჩევ­ნების პე­რი­ოდ­ში სა­არ­ჩევ­ნო თე­მა­ტი­კა­ზე ერ­თვებიან. 

არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სტუ­დენ­ტუ­რი დებატების ასო­ცი­­ცი­ა"  გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში და­არ­სდა. მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლი აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი მო­ნი­კა მარ­ღა­ნი­­ა. რო­გორც მარ­ღა­ნია ამბობს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნი ქუ­თა­ის­ში დებატების კულ­ტუ­რის ჩა­მოყალიბებაში, ახალ­გაზ­რდებისათ­ვის სა­კუ­თა­რი აზ­რის არ­გუ­მენ­ტი­რებული და­საბუთების შეს­წავ­ლა­სა და მეტყვე­ლების კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რებაში მდგო­მა­რეობს. მარ­ღა­ნი­ას თქმით, „სტუ­დენ­ტუ­რი დებატების ასო­ცი­­ცი­ა" მოხალი­სეობის პრინ­ციპ­ზეა და­ფუძ­ნებული და არა­ვი­თარ ჰონო­რარს არ იღებენ.

„მი­ნი­მუმ 500 სტუ­დენ­ტია ორ­გა­ნი­ზა­ცი­­ში გა­ერ­თი­­ნებული. ანაზ­ღა­­რება არ გვაქვს და არც დო­ნო­რები გვყავს ქუ­თა­ის­ში, არც საგ­რან­ტო კონ­კურ­სი­სათ­ვის დაგ­ვი­წე­რია პრო­ექ­ტები. რო­დე­საც სტუ­დენ­ტებისათ­ვის ვა­კე­თებთ პრო­ექტს, აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლობას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, ხოლო მოს­წავ­ლეებთან და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტების განხორ­ცი­­ლებაში  ახალ­გაზ­რუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი და მე­რი­ის კულ­ტუ­რის სამ­სახური გვეხმა­რება," - ამბობს მო­ნი­კა მარ­ღა­ნი­ა.

მე­­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, რო­მე­ლიც „ქა­­სის" შე­მად­გენ­ლობაში იმყოფება,  „ახალ­გაზ­რდუ­ლი ინი­ცი­­ტი­ვების სა­მო­ქა­ლა­ქო ცენ­ტრი­ა". ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია 2009 წელს შე­იქ­მნა. მის დამ­ფუძ­ნებლად სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლა­შა მუ­რუ­სი­ძე ით­ვლება.

თუმ­ცა, რო­გორც თვი­თონ ამბობს, ცენ­ტრის საქ­მი­­ნობაში აღარ ერე­ვა, რად­გან სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს ჩა­მო­შორ­და და არც ის იცის, ამ ეტაპ­ზე, რამ­დე­ნად აქ­ტი­­რია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა. ლა­შა მუ­რუ­სი­ძე იმ პრო­ექ­ტებზე საუბრობს, რომ­ლებიც სა­მო­ქა­ლა­ქო ცენ­ტრმა ახალ­გაზ­რდუ­ლი ინი­ცი­­ტი­ვების ხელ­შეწყობის მიზ­ნით გა­ნახორ­ცი­­ლა.

„ყვე­ლა­ზე დი­დი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­­­კე­თა, ახალ­გაზ­რდუ­ლი ინი­ცი­­ტი­ვების ხელ­შეწყობა იყო. პრო­ექ­ტის ფარ­გლებში და­რე­გის­ტრირ­დნენ არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციები. მათ ჩა­­ტარ­დათ ტრე­ნინ­გები არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ­სსა და პრო­ექ­ტების წე­რა­ზე. გა­კე­თებული გვაქვს პა­ტარ-პა­ტა­რა პრო­ექ­ტები. მა­გა­ლი­თად, ქუ­თა­­სის ბავ­შვთა სოფ­ლის აღ­საზ­რდე­ლების სწავ­ლებებთან და­კავ­ში­რებით. ასე­ვე, გვქონ­და გა­და­ცე­მები სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის რე­ფორ­მებსა და სწავ­ლებებზე.  CIBS და­­ფი­ნან­სა ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტი. კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოკ­ვე­თი­ლი დო­ნო­რები არ არის. სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­ფი­ნა­ნებლებლების­გან ნორ­ვე­გი­ის სა­ელ­ჩოს ვიც­ნობთ," - ამბობს ლა­შა მუ­რუ­სი­ძე.

ქუ­თა­­სის ახალ­გაზ­რდულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­­თა სახლი ერთ-ერ­თია იმ და­წე­სებულებებიდან, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლები ცენ­ტრა­ლურ თუ ად­გი­ლობრივ ხელი­სუფ­ლებას­თან

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა