|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩრდილში მყოფი" "ცისფერყანწელის" ხსოვნის საღამო

ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ შლვა კარმელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა. აღნიშნული საღამოს გამართვის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ივანე კიღურაძე გახლდათ, ხოლო ორგანიზატორი - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შეხვედრა კარმელის დაბადებიდან 115-ე წლისთავს მიეძღვნა. პოეტის, რომელიც ცისფერყანწელთა ლიტერატურული ჯგუფის, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პოეტი გახლდათ.

"შალვა კარმელი  შეიძლება იმაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი პოეტი იყო, ვიდრე ეს საზოგადოებამ იცის. დღეს უფრო იციან ტიციანი, ვალერიანი, პაოლო, შალვა შეიძლება  უფრო ნიჭიერიც იყო, მაგრამ ჩრდილში იყო მოქცეული“, - აღნიშნა პოეტმა და ფილოსოფოსმა მირიან ებანოიძემ.

პოეტი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა გარკვეული მემკვიდრეობის დატოვება მაინც მოასწრო. „როგორც ოჯახში ვიცით ხოლმე აღნიშნვნა შალვა კარმელმა ყველაფერი მოასწრო მოასწრო სტუდენტობა, მოასწრო პოეტობა, მოასწრო სიცოცხლე და მოასწრო სიკვდილი“, - აღნიშნა შალვა კარმელის ძმის შვილისშვილმა თამარ კობიაშვილმა.

საღამოზე პოეტის ერთადერთი კრებულიდანბაბილონინაწყვეტები წაიკითხეს და ისიც აღნიშნეს, რომ პოეტი რითმის დიდოსტატი იყო, საინტერესო პოეტიური ვერსიფიკაციებით გამოირჩეოდა. ხოლო პაოლო იაშვილი მას "ჩუქურთმების ოსტატად მოისხენიებდა".

შეხვედრის დასასრულს პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შალვა კარმელის ნეშთი საფიჩხიის სასაფლაოდან გადაიტანონ მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 

 

 

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა